TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“მამა დორეთე დაღუპვის გზაზე დგას” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

“მამა დორეთე დაღუპვის გზაზე დგას” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ამ სასულიერო პირებისი, მამა დოროთეს და მამა ილიას არცერთი კომენტარი არ განიხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები, კითხვები იყო იმაზე, რატომ აყენებ შეურაცხყოფას ეკლესიას – [დოროთე ყურაშვილი] ამბობს, „ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო“, რას ნიშნავს ეს წინადადება?- დაღუპვის გზაზე დგას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სასულიერო პირს თქმით, საპატრიარქოს მხრიდან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის განცხადებები პოლიტიკურ ჭრილში არ განხილულა, არამედ განიხილეს და კითხვები აქვთ მასთან იმაზე, თუ რატომ აყენებს შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. დეკანოზის განმარტებით, პოლიტიკურ განცხადებებს სხვა სასულიერო პირებიც აკეთებენ, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ეკლესიას ისინი არ შეურაცხყოფენ.

„განსხვავება იმის მიხედვით არის, რომ ის ხალხი, როდესაც პოლიტიკური შეხედულების შესახებ თავის კომენტარს აკეთებს, არავის შეურაცხყოფს ეკლესიაში, იერარქიას არ შეურაცხყოფს. ამ სასულიერო პირების, არც მამა დოროთესი, არც მამა ილიასი არცერთი კომენტარი არ განიხილულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები. პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებს მამა ალექსი ქშუტაშვილიც, რომელიც გუშინ იჯდა ტელევიზიაში და ამას ძალიან კორექტულად აკეთებს, შეურაცხყოფების გარეშე. პირველივე შეხვედრიდან დაწყებული, ამ სასულიერო პირებთან არცერთი შეკითხვა არ ყოფილა, რატომ აკეთებთ რამე პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ იყო მხოლოდ ის, თუ რატომ აკეთებ შეურაცხმყოფელ შეფასებებს, რატომ აყენებ შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს. თქვენ, ყველანი ცდილობთ, რომ გადააადგილოთ ეს ორი რამ და რადგანაც მამა დოროთე აკეთებს ორმაგ განცხადებებს. ერთი მხრივ, რაღაც პატრიოტული თემით, მისი შეხედულებები პოლიტიკურ თემაზე ჟღერდება და იქვე ამატებს აუცილებლად შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მხოლოდ ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე იყო პასუხი მისგან. მაგალითად, იყო ის, რომ პროტესტზე მყოფი ხალხი ნათელ მხარესაა და დანარჩენი არის სიბნელეში. ეს არ არის შეურაცხყოფა?”. განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან კითხვაზე იმის შესახებ, რომ „ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშაა“, დეკანოზმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასება სასულიერო პირისგან ჯერ არ ყოფილა.

„ბევრი გადამწყვეტი შეფასება იყო, მაგალითად, დღესაც რუსი ეგზარქოსები მართავენ ეკლესიას; რომ “ეკლესიას სურდა სისხლის ღვრა 4 ოქტომბერს. ეს გამონათქვამები ნორმალურია?“,- განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის საპატრიარქოში „დასასჯელად არ დაუძახიათ“. მისი თქმით საპატრიარქოს დოროთი ყურაშვილისთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ აუკრძალავს.

„ის ამბობს, „ჩემთვის არ უთქვამთ, პოლიტიკური შეფასებები არ გაკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარესო“. რას ნიშნავს ეს წინადადება, ამ წინადადების თავი-ბოლო გესმით? ერთში სხვა რაღაცას, მეორეში სხვა რაღაცას ამბობს. ბოლო-ბოლო, ადამიანს გაუფრთხილდით და ნუ აქეზებთ ასეთ რაღაცებზე, დაღუპვის გაზე დგას“- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

ადრეული დემენციის 5 ნიშანი

შემდეგი პოსტი

წითელი ცირკულარით ძებნილ, კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან კავშირში მყოფი კიდევ ორი პირი დააკავეს

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'