TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

წითელი ცირკულარით ძებნილ, კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან კავშირში მყოფი კიდევ ორი პირი დააკავეს

ზღვაში მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე საქმეზე, კიდევ ერთ პირს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 7 ნოემბერს დააკავეს, ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარატამენტების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამასთან, ამავე საქმეზე, კიდევ ერთ პირს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 7 ნოემბერს დააკავეს, ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება.

დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი,მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს,1980 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მას მუქარით მოსთხოვა 50 000 აშშ დოლარის თურქეთის რესპუბლიკაში ჩატანა.

თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ, ელმურაზ მამედოვმა საქართველოში მცხოვრებ დ.მ.-ს, ე.ო.-ს და ა.ა.-ს, 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა ნ.ა.-ს კუთვნილი ავტომანქანების ნაწილების მაღაზიის ფასადის დაზიანება. აღნიშნულმა პირებმა დავალება მოიყვანეს სისრულეში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს მაღაზიის მინის ფასადი. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, ე.ო. და დ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

“მამა დორეთე დაღუპვის გზაზე დგას” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

შემდეგი პოსტი

ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'