TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

გამოვლინდა ბრაკონიერობის ფაქტები

გამოვლინდა ბრაკონიერობის ფაქტები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან 3 თვეში, 2025 წლის 23 აგვისტოდან 2025 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, 682 სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 245 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 124 სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 99 – დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 62 – ქვემო ქართლში, 53 –  მცხეთა-მთიანეთში, 46 – შიდა ქართლში, 25 – სამცხე-ჯავახეთში, 19 კი, კახეთში.  

სამართალდარღვევები დაფიქსირდა  დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 3 თვეში, თბილისში უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 9 ფაქტია გამოვლენილი.  

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 597 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 44 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 23 შემთხვევაში მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 14 შემთხვევაში  მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 4 კი, უკანონო ნადირობის, შესაბამისად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტია.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 3 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია  581 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოდან 23 ნოემბრის ჩათვლით უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 46 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 3 დათვი, 2 შველი, 1 გარეული ღორი, 3 არჩვი, 2 კურდღელი, 3 ხოხობი, 3 ქედანი, 3 კაკაბი, 17 ჩხიკვი, 9 მწყერი. – ვკითხულობთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გაზიარება
წინა პოსტი

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

შემდეგი პოსტი

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'