TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონი გამკაცრებულია

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონი გამკაცრებულია

ეროვნული სატყეო სააგენტო პასუხისმგებელია თითქმის 1,8 მლნ ჰექტარ ტყეზე. სააგენტოს პრიორიტეტებს წარმოადგენს ამ ტყეების დაცვა, მოვლა და შენარჩუნება და მდგრადი ტყითსარგებლობა, რაც მათ შორის ხე-ტყის დამზადებასაც მოიცავს.

„ტყეების დეგრადაციის სხვადასხვა კატეგორია განიხილება. მიზეზი მრავალია; პირველი, სამწუხაროდ, ყველგან ადამიანია, ასევე, კლიმატის ცვლილება, რომლის გავლენაც, ჩვენს ეპოქაში უკვე ხელშესახები და თვალსაჩინოა; ესენია: ტყის ხანძრების სიხშირე, ასევე მავნებელდაავადებები. ტყეს შეუძლია კლიმატის ცვლილების პროცესი შეარბილოს და უკეთეს პირობებში გვამყოფოს, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც ტყით დაფარული ტერიტორიები დიდი არ არის“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა.

ნათია იორდანიშვილმა სამართალდარღვევის პრევენციისა და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებზე კანონმდებლობის გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა. ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.

მისივე განცხადებით, სატყეო სააგენტო ახორციელებს მოვლით და სანიტარულ ჭრებს, რაც ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსაყენებელი მერქნული რესურსის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი წესი მოქმედებს – არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
წინა პოსტი

ტრაგედია მანუ მურღულიას ოჯახში

შემდეგი პოსტი

4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'