TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა

სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა

სათაფლიას მღვიმის აღმოჩენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოტური გაიმართა. ეკოტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი შეუერთდა.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სათაფლიას მღვიმე 1925 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა და ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა. სათაფლია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით გამოირჩევა – დაწყებული პრეისტორიული ხანის, 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევიდან, დასრულებული მრავალფეროვანი კარსტული მღვიმით.

სათაფლია უნიკალური კოლხური ტყით, პანორამული გადასახედით, ტურისტული ბილიკებით, მუზეუმითა და დინოზავრების პარკით ინტერესს ყველა ასაკის სტუმარს უღვიძებს და ყოველწლიურად ათი ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.

2011 წელს გახსნილმა ვიზიტორთა ცენტრმა და საგამოფენო სივრცემ მნიშვნელოვნად გაზარდა ლოკაციის ტურისტული პოტენციალი. 2015 წლიდან დღემდე, სათაფლიაში განხორციელდა ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია: განახლდა დინოზავრების პარკი და დაემატა ახალი მაკეტები, მოეწყო საბავშვო გასართობი ზონა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ბილიკებს, განახლდა მღვიმისა და ეზოს განათების სისტემა და შუშის პანორამული გადასახედი. პროექტებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს სათაფლიას, როგორც იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტის განვითარებას, რათა ვიზიტორებისთვის მოგზაურობა გახდეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი.

გაზიარება
წინა პოსტი

“მძიმე ზარები ეკლესიებზე”- გოგა მანიას წინასწარმეტყველება

შემდეგი პოსტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'