TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით- ალექსანდრე დარახველიძე

ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით- ალექსანდრე დარახველიძე

სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან – ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეჩერებული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ ამ ქმედებას მძღოლები მეორედ ჩაიდენენ, დაისჯებიან განმეორებითი ჩადენისთვის და ბოლომდე მოუწევთ კანონით გათვალისწინებული სახდელის მოხდა.

„სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან და ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის ცვლილებები, რომელიც ამავე აქტშია. ამ ცვლილებებით უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭე ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი, რომ მაგალითად, 3 თვის გასვლის შემდეგ მოითხოვდა და აღიდგენდა მართვის მოწმობას – ეს მექანიზმი აღარ იარსებებს. ასევე, ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან. კერძოდ, ჯარიმა თუ აქვთ დაკისრებული, გადასახდელი ექნებათ. ასევე, ითვლებიან სახდელ დადებულებად და ერთი წლის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენენ იმავე ქმედებას, დაკვალიფიცირდება როგორც განმეორება და არა როგორც პირველად ჩადენილი ქმედება. განმეორების შემთხვევაში უფრო მკაცრი სახდელებია.

სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა აქვს, მაგრამ ერთი მხრივ, დამატებითი შანსი მიეცათ ამ ადამიანებს, თუმცა თუ გაიმეორებენ, უმკაცრესი იქნება სახელმწიფო. თუ ამ ქმედებას მეორედ ჩაიდენენ, ისინი დაისჯებიან განმეორებითი ჩადენისთვის და აღარ შეეხებათ, ბოლომდე მოუწევთ კანონით გათვალისწინებული სახდელის მოხდა”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენას და მართვის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კანონის პროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს, მიეთითება, რომ მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც შესაბამისი სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინა. აქამდე აღნიშნული თარიღი 10 დეკემბრით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ის გუშინდელი დღის ჩათვლით ჩამოერთვა. ჩამორთმეული მართვის მოწმობები ეტაპობრივად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაბრუნდება.

გაზიარება
წინა პოსტი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

შემდეგი პოსტი

რამდენ ლარად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 18 დეკემბერს

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'