TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“

22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაულია.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერისა ძისა სახიერო დედაო, სამეუფოისა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისა მფარველო და ყოველთა ცოდვილთა მწუხარებათა, განსაცდელთა და სნეულებათა შინა მყოფთა უეჭველო წინამბრძოლო და ხელისაღმპყრობელო! მიითვალე სავედრებელი გალობაჲ ესე ჩვენ უღირსთა მონათა შენთაგან, შენდა შეწირული და ვითარცა ძველ-ოდესმე პატიოსნისა ხატისა შენისა წინაშე მრავალგზის მლოცველი ცოდვილი არა მოიძაგე, არამედ მიანიჭე მოულოდებელი სიხარული სინანულისა და მოწყალე ჰყავ ძეჲ შენი და ღმერთი ჩვენი, ეგრეთცა ჩვენ ყოველთა, სარწმუნოებითა და შემუსვრილებითა გულისათა თაყვანისმცემელთა წინაშე კურნებისმომნიჭებელისა ხატისა შენისათა, მოგვანიჭებს მოულოდებელსა სიხარულსა სახმართაებრ: ბოროტებათა და ვნებათა უფსკრულში შთაგდებულთა ყოვლადქმედითსა გულისხმისყოფასა, სინანულსა და ცხონებასა; მწუხარებათა და უსასოობათა შინა მყოფთა – ნუგეშინის-ცემასა; უბედურებათა და განბოროტებათა შინა პოვნილთა – ამათგან ერთიანად დახსნასა; სულმოკლეთა და სასოწარკვეთილთა – სასოებასა და მოთმინებასა; სიუხვეთა და სიხარულთა შინა მყოფთა – განუწყვეტელსა მადლობასა ქველისმოქმედისა ღვთისადმი; ჭირთა შინა შთაცვევნილთა – მოწყლებასა; სნეულებათა შინა მყოფთა და მკურნალთაგან დატევებულთა – მოულოდებელსა კურნებასა და განმტკიცებასა; სნეულებისაგან გონების წარმგებელსა – მოაგებ გონებასა და მიჰმადლი განახლებასა; სამარადისოსა და დაუსრულებელსა ცხოვრებასა წარმავალთა – ხსენებასა სიკვდილისასა, შემუსვრილებასა გულისასა და განცდასა თვისთა ცოდვათა; სულსა ფხიზელსა და მსაჯულისა მოწყალებისადმი სასოებასა მტკიცესა. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე იქმენ ყოველთა ზედა პატივისმცემელთა ყოვლად პატიოსნისა სახელისა შენისა და ყოველთა გამოუცხადე ყოვლადძლიერი მზრუნველობა შენი და შემწეობა: ღვთისმოსაობითა, სიწმინდითა და პატიოსნებითა ცხორებულნი ვიდრე აღსასრულამდე სახიერებითა დაიცვენ; ბოროტეულნი კეთილ-ჰყვენ; გზაშეცდომილნი მოაქციენ; ყოველთა კეთილთა საქმეთა და ძისა შენისათვის სათნოთა შემწე-ეყავნ; ყოველი საქმე ბოროტი და წინააღმდგომი ღვთისა დაჰხსენ; მოუხვდომელთა და საძნელოთა და საშიშართა გარემოებათა შინა მყოფთა გარადამოუვლინე ზეცით გამო შემწეობა და გულისხმის-ყოფა; საცთურთაგან და წარწყმედისაგან მიხსენ, კაცთაგან ბოროტთა და ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცვენ და დამიფარენ ჩუენ; მენავეთა თანამენავე ექმენ, მოგზაურთა თანამოგზაურ, ხელმოკლეთა და მშიერთა ექმენ მასაზრდოებელ; უსახლ-კაროთა – საფარველ და თავშესაფარ; შიშველთა სამოსელ, უსამართლოდ დევნულთა და შეურაცხყოფილთა თანამდგომელ; ცილისმწამებელნი და მაგინებელნი წინაშე ყოველთა ამხილე; განძვინებულად დამტერებულთა მოულოდებელი მიჰმადლე შერიგებაჲ და ჩუენ ყოველთა – სიყვარული ურთიერთას, მშვიდობა, ღვთისმოსაობა და ჯანმრთელობა დღეგრძელობისა თანა. მეუღლეობაი სიყვარულითა და ერთითა აზრითა დაჰმარხე; მტერობასა და განხეთქილებასა შინა მყოფნი ცოლ-ქმარნი დაამშვიდენ. შეჰრთე ურთიერთას და საკრველი სიყვარულისა დაჰრთე განუხსნელად; დედათა მიდგომილთა მიანიჭე მშობიარობა მარჯვეი, ყრმანი აღზარდე, სიჭაბუკე განსწავლე, განახვენ გონებითნი ნიჭნი მათნი შესამეცნებელად ყოვლისა სარგებელისა მოძღვრებისა, შიში ღმრთისაი, მოთმინებაჲ და სიყვარული შრომისა ასწავე; სახლეულნი მშვიდობითა და სიყვარულითა გარეშეზღუდე შფოთისა და მტერობისაგან; ობოლთა ექმენ დედა. ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან გარე მიაქციე, და ყოველსა კეთილსა და ღვთივსათნოსა შეჰრთე, ხოლო ცთუნებულნი და ცოდვათა და არაწმიდებათა შინა შთაცვენილნი, ცოდვისა შეგინებითა მიმძლავრებულნი, უფსკრულთაგან წარწყმედისათა აღმოიყვანე; ქვრივთა ნუგეშინისმცემელ და შემწე ექმენ; სიბერესა კერთხდასაყრდნობელ; მოულოდებელისა სიკვდილისა, უნანელად განყვანებისაგან მიხსენ და ჩუენ ყოველნი ქრისტიანულსა აღსასრულსა და წინაშე ქრისტეს საშინელსა სამსჯავროსა უვნებელად, ურცხვენელად, მშვიდობით და კეთილად სიტყვის-გებად ღირს-მყუენ; სარწმუნოებითა და სინანულითა აღსრულებულნი ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა ცხოვრებასა განაწესე; მოულოდებელად აღსრულებულთა მოწყალე ექმენ და შეჰვედრე ძესა შენსა, და ყოველთა ნათესავთა გარეშე დაშთენილთა შესვენებულთა განსვენებისთვის ევედრე ძესა შენსა და თჳთ ექმენ მათ თბილ და მიურულებელ მვედრებელად და შუამდგომელად; ყოველთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა მყოფთა უწყოდიან, ვითარმედ შენ ხარ მტკიცე და ურცხვენელ წინააღმდგომ ნათესავისა ქრისტიანეთასა და გადიდებენ შენ და შენ მიერ ძესა შენსა თანადაუსაბამოით მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გაზიარება
წინა პოსტი

“დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – ბრალდებული დაკავებულია

შემდეგი პოსტი

ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'