გარდაიცვალა დეკანოზი გაბრიელ ასათიანი.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„სამწუხარო ამბავი…
გარდაიცვალა ნახალოვკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი – გაბრიელ ასათიანი“, – წერია ფეისბუქ პოსტში.
“ᲡᲐᲛᲫᲘᲛᲐᲠᲘ
ამა წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი.დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება შაბათს, 27 დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი.” – წერენ სოციალურ ქსელში

Discussion about this post