TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

15 წლის ბიჭის წამების საქმეზე დაკავებული 9 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამს – ასევე, 2025 წლის ივნისიდან, მოქალაქეებს მოუწოდებდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. “ფაშისტური” იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში.

“ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები,ერთი პირი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 25.144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზატორი), ხოლო რვა პირი სსკ-ის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა).

სასამართლომ სრულწლოვან 3 მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად კანონით გათვალისწინებული უმაღლესი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, 16 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს 6 წლითა და 8 თვით, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველ 3 პირს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

“რიტუალი, რაც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ” – ეზოთერიკოსის მიმართვა

შემდეგი პოსტი

ჯარიმა 2000 ლარი ან თავისუფლების აღკვეთა – ვის ეხება გამკაცრებული კონტროლი

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'