TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი  მშობლებს მიმართავს

საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციით მიმართავს.

„ჩემო საყვარელო ადამიანებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ახალ წელს და გთავაზობთ ჩემს რჩევებს, რასთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა შემოდის. საახალწლო პერიოდი ბავშვებისთვის ემოციურად დატვირთული და განსაკუთრებული დროა. ოჯახური შეკრებები, შეცვლილი დღის რეჟიმი და კვებითი თავისებურებები ხშირად იწვევს მშობლების შფოთვას. თანამედროვე პედიატრიული მიდგომა ხაზს უსვამს, რომ ამ დღეებში მთავარი პრინციპი არის ზომიერება და თანმიმდევრული ზრუნვა, და არა მკაცრი აკრძალვები.

საახალწლო დღეებში შაქრისა და კალორიული საკვების მოხმარება, როგორც წესი, იზრდება. კვლევები აჩვენებს, რომ ჭარბი შაქარი ბავშვებში ასოცირებულია კუჭ-ნაწლავის დისკომფორტთან, მეტაბოლურ ძვრებთან, ენერგიის მერყეობასთან და ქცევით ცვლილებებთან. რეკომენდებულია ტკბილეულის მიღება მცირე რაოდენობით და ძირითადი კვების შემდეგ. ბავშვისთვის ნაცნობი რაციონის შენარჩუნება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სტაბილურობას. ჰიდრატაცია, განსაკუთრებით წყლის საკმარისი მიღება, რჩება ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ ფაქტორად!

ძილი ბავშვთა ჯანმრთელობის ფუნდამენტური კომპონენტია. საახალწლო დღეებში ძილის რეჟიმის მოკლევადიანი ცვლილებები დასაშვებია, თუმცა ცირკადული რიტმის ხანგრძლივი დარღვევა შეიძლება აისახოს იმუნურ ფუნქციასა და ემოციურ რეგულაციაზე. აქტიური დღეების შემდეგ ბავშვისთვის აუცილებელია საკმარისი დასვენება, რაც ორგანიზმს ეხმარება აღდგენაში.

ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ხმაურის, ვიზუალური სტიმულებისა და სოციალური გადატვირთვის მიმართ. გადაჭარბებულმა სტიმულაციამ შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, გაღიზიანება ან ძილის დარღვევა. უსაფრთხო, ემოციურად მხარდამჭერი გარემო და ბავშვის ემოციური სიგნალების პატივისცემა ხელს უწყობს ნერვული სისტემის ბალანსს და სტრესის შემცირებას. ერთი რა მინდა გთხოვოთ პირადად მშობლებს.

თქვენ განსაკუთრებულად დაკავებულები ხართ და ხშირად განიცდით იმას, რომ მაქსიმალურად ვერ უთმობთ დროს პატარებს, მათაც ძალიან ენატრებით და ეს გარკვეულ სტრესს წარმოადგენს პატარებისთვის!!!დასვენების დღეები მაქსიმალურად დაუთმეთ შვილებს, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, ითამაშეთ, ყირაზე გადადით, წაუკითხეთ, ბევრი იარეთ ფეხით ერთად… წარმოვიდგინე უცებ როგორ აუციმციმდებათ თვალები ბედნიერებით ხოდა გაახარეთ მაქსიმალურად. აბა თქვენ იცით, მიყვარხართ“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

 

გაზიარება
წინა პოსტი

” ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ კომენტატორად” – შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'