საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ქირის ფასები ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია, – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს 2026 წლის განახლებული რეიტინგიდან.
უფრო კონკრეტულად, 155 ქვეყანას შორის სომხეთი 73-ე ადგილზეა, მას 88-ე ადგილზე მყოფი თურქეთი და 92-ე ადგილით საქართველო მოსდევს. 94-ე ადგილზეა რუსეთი, ხოლო აზერბაიჯანი 119-ე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი დალაგებულია ქვეყნების მასშტაბით ბინის ქირის საშუალო ფასების მიხედვით, ხოლო დედაქალაქების მიხედვით, მონაცემები განსხვავებულია.
როგორია ბინის ქირის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
უფრო კონკრეტულად, ერთ ოთახიანი ბინის ფასი ერევნის ცენტრში თვეში 722 დოლარია, ხოლო ერთ ოთახიანი ბინის ფასი ქალაქგარეთ 493 დოლარს შეადგენს.
ანკარაში 1-ოთახიანი ბინის ფასი ქალაქის ცენტრში თვეში 715 დოლარს შეადგენს, ხოლო ქალაქგარეთ ქირის ფასები ერთ ოთახიანი ბინისთვის 540 დოლარის ფარგლებშია.
კვლევის თანახმად, საქართველოში 1-ოთახიანი ბინის ქირა თბილისის ცენტრში 694 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ქალაქგარეთ ფასი 440 დოლარია.
მოსკოვში ერთ ოთახიანი ბინის ქირის ფასი ქალაქის ცენტრში 1 420 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ქალაქგარეთ თვეში ქირის ფასი 757 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ბაქოს, აზერბაიჯანის ცენტრში ერთ ოთახიანი ბინის ქირა თვეში 504 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ქალაქგარეთ ქირა 297 დოლარი ღირს.

Discussion about this post