TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა.

მისი თქმით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში დ.ჩ-ს მონაწილეობა დასტურდება მისი ჩვენებითაც, გ.რ-სთან მიმოწერითაც და ანძებითაც.

„დანაშაულის დაგეგმვა და დანაშაულის მომზადება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინია!!!

გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან არასრულწლოვანის დედა, ქალბატონი სოფო ძნელაძე მისი შვილის მიმართ ბრალს წარმოგვიდგენს ასეთი ფაბულით – დ.ჩ. გაყვა ძმაკაცებს ვიღაცასთან დასალაპარაკებლად 29 სექტემბერს და იმ დროს დანაშაული არ მომხდარა. ამ ჭრილში მისი კითხვა – რატომ უნდა აგოს დ.ჩ-მ პასუხი ჩაუდენელ დანაშაულზე – ვინმეს შესაძლოა ლოგიკურადაც მოეჩვენოს. ამიტომაც, მინდა საზოგადოებას განვუმარტო:

დანაშაულს აქვს სტადიები. მათ შორის მომზადების სტადია (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი).

დანაშაულის მომზადება სისხლის სამართლის ენით ითვლება დაუმთავრებელ დანაშაულად და ნიშნავს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნას.

გიგა ავალიანის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნაა მასზე 29 სექტემბერს, 30 სექტემბერს და 01 ოქტომბერს ჩასაფრება (დანაშაულის დასრულებამდე).

29 სექტემბერს დ.ჩ. ნამდვილად იმყოფებოდა თემქაზე გიგა ავალიანის სასწავლო ცენტრთან და მის მეგობრებთან ა.გ-სთან და გ.რ-სთან ერთად, რომლებიც გიგა ავალიანის ცენტრიდან გამოსვლას ელოდებოდნენ მასზე თავდასხმის მიზნით (ა.გ-სა გ.რ-ს მიმართ უტყუარად დასტურდებოდა, რომ ეს ანგარიშსწორების განზრახვა არსებობდა).

ამდენად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში დ.ჩ-ს მონაწილეობა დასტურდება მისი ჩვენებითაც, გ.რ-სთან მიმოწერითაც და ანძებითაც.

რაც შეეხება იმ ნაწილს, იცოდა, თუ არა დ.ჩ-მ, რა დანაშაულის ჩადენას აპირებდნენ გ.რ. და ა.გ, როცა მას 29 სექტემბერს თემქაზე გაყოლა სთხოვეს, ეს ცხადი გახდება სასამართლო პროცესზე შესაბამისი პირების, მათ შორის გ.რ-ს და ა.გ-ს გამოკითხვებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

მოცემულ მომენტში კი თუ დ.ჩ.-სთვის წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას მივყვებით, იშიფრება ასე: განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა, რაც, ზემოთ როგორც უკვე განგიმარტეთ, აშკარად სახეზეა“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

არსებული ინორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, დ.ჩ. -ს ახლა გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, გამოცემა წერს, რომ თუ ა.ნ.-ს აქამდე პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

გაზიარება
წინა პოსტი

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

შემდეგი პოსტი

„ორივე ხელი ფანჯრის მინაზე დადეთ…“ – მინეროლოგი დღეს შესასრულებენ რიტულას გვიზიარებს

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'