TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს – კახა კალაძე

“არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარედან ჩაერიოს.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს და გარედან მითითებებს იძლეოდეს.

“უკვე აღარაფერს ერიდებიან, პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავ ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხები სხვადასხვა ფორმით და გზით. ეს წარმოუდგენელია. არცერთი ნორმალური, განვითარებული ქვეყანა ამას თავის მოქალაქეებს არ აკადრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს. არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს, გარედან მითითებებს იძლეოდეს და პირდაპირ ფული იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არასამთავრობო სექტორმა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დასავლურ ფინანსურ წყაროებთან წვდომას შეუზღუდავს, მერი პასუხობს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.

“არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვეულებრივად შეუძლიათ არსებობა. არსებობს კანონი, უნდა დარეგისტრირდნენ და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ძალიან მარტივია, კეთილი უნდა ინებონ, დარეგისტრირდნენ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ვისგან იღებს ფულს და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავს. დაივიწყეთ ის დრო, როცა ვიღაცებს აქ თანხები შემოჰქონდათ, ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის და ხან ტელევიზიები ფინანსდებოდა, ხან პოლიტიკური საქმიანობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა. მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არავის მისცემს შესაძლებლობას, გარედან უხეშად ჩაერიოს და სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს. ჩემი ქვეყნისთვის ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გარედან შემოდიოდეს თანხები და იხარჯებოდეს, მაგალითად, სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ, იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში, გაუმჭვირვალე თანხები, ვითომ სასიკეთო პროექტების განსახორციელებლად და რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რამდენიმე მცდელობა, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების. მომიყვანეთ ერთი ნორმალური ევროპული სახელმწიფოს მაგალითი, სადაც დაშვებულია გარედან შიდა პოლიტიკის დაფინანსება. არ არსებობს ასეთი. არცერთი ნორმალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში”, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
წინა პოსტი

ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება

შემდეგი პოსტი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

Discussion about this post

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'