TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს – „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“ და განმარტავს, რომ 2026 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1,057,004.43 ლარის ოდენობით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ 2025 წლის 11 ივლისისა და 24 ოქტომბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები უკვე გაუქმებული იქნა 2-2 თვის ხანგრძლივობით (დავალიანება 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 1,043,956.87 ლარს, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილი დავალიანება შეადგენდა 1,048,484.31 ლარს), რითაც მის საქმიანობას რაიმე სახით შეზღუდვა არ შეხებია.

2026 წლის 9 იანვარს გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს კვლავ წარუდგინა განაცხადი საინკასო დავალების გაუქმების შესახებ. მომართვის დღეს მეწარმე სუბიექტის დავალიანება შეადგენდა 1,052,765.66 ლარს. ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომპანიის მხრიდან აღიარებული დავალიანების შემცირება არ მომხდარა, განცხადება საინკასო დავალების კვლავ გაუქმების შესახებ აღარ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ დეტალურად განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ინკასოს დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, რომელთა შემუშავებაშიც ჩართულები იყვნენ უწყების პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

ვალუტის განახლებული კურსი 4 თებერვლისთვის

შემდეგი პოსტი

4 თებერვლის ამინდის პროგნოზი

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'