TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში

2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას 32 შეტყობინება წარედგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს, – ამის შესახებ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ წარადგინა.

დოკუმენტის თანახმად, შეტყობინებები ასახავს პრესის თავისუფლების უფრო ფართო მოშლას, „რასაც ინსტიტუციური რეპრესიები, პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო ინსტიტუტების და საჯარო მედიის ხელში ჩაგდება და ეფექტური კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების ეროზია იწვევს“.

„2025 წლის 6 აგვისტოს, 200 დღეზე მეტი ხნის წინასწარი პატიმრობისა და უაღრესად პოლიტიზირებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს, საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. დაპატიმრების შემდეგ, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები „ცილისწამების კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ანგარიშსწორების წინაშე აღმოჩნდნენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თვითნებური დაპატიმრებები.

„2025 წლის 3 ნოემბერს, ნინია კაკაბაძე, Mediachecker-ის ჟურნალისტი, „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც მან აქცია გააშუქა. მანამდე, ოქტომბერში, პოლიციამ ასევე დააკავა მედიასაშუალება „პუბლიკას“ ჟურნალისტი მამუკა მგალობლიშვილი მსგავსი ადმინისტრაციული ბრალდებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოს პარლამენტმა, ეროვნული და საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად, მიიღო რამდენიმე რეპრესიული კანონპროექტი.

„2025 წლის 1-ელ აპრილს პარლამენტმა მიიღო „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ახალი ვერსია, სახელწოდებით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, რომელიც 25 000 ლარამდე ჯარიმას და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2025 წლის 12 ივნისს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, რომელიც უცხოელ დონორებს ავალდებულებს, რომ გრანტების გაცემამდე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან წინასწარი თანხმობა მიიღონ. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2025 წლის ივნისში შევიდა, აფართოებს მედიის მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) უფლებამოსილებებს, რათა დაარეგულიროს ფაქტობრივი სიზუსტე, სამართლიანობა და კონფიდენციალურობა, რაც ადრე თვითრეგულირების გზით კონტროლდებოდა. ცვლილებების თანახმად, GNCC-ს საშუალება ეძლევა, ახალი წესების დარღვევისთვის დააწესოს ჯარიმები მაუწყებლის წლიური შემოსავლის 3%-მდე ან გააუქმოს მისი ლიცენზია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში წერია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ახალი ცვლილებების გამოყენებით, ხელისუფლებამ უკვე შეიტანა საჩივრები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტელეკომპანიების, „ფორმულასა“ და „TV პირველის“, წინააღმდეგ.

„2025 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომლებმაც შეამცირეს არსებული დაცვა და გაზარდეს პასუხისმგებლობა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის. იმავე თვეში პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჟურნალისტების მიერ სასამართლოს შენობიდან რეპორტაჟების განხორციელების შესაძლებლობას, სასამართლოს შენობებში, სასამართლო დარბაზებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერის ან ტრანსლაციის აკრძალვით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის პრესის თავისუფლების ჯგუფების საბანკო ანგარიშები გაიყინა. სამიზნე გახდნენ მედია ორგანიზაციებიც, მათ შორის ონლაინ მედია Project 64, ორგანიზაცია, რომელიც მართავს „მთის ამბებს“ და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის მედია ცენტრი, რომელიც მართავს საგამოძიებო საინფორმაციო სააგენტო iFact-ს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კვლავ არსებობს შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

„როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2025 წლის კომუნიკაციაშია აღნიშნული, „საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გააჩნია დამოუკიდებლობა, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ და შემდგომში ზაუტაშვილის თოქ-შოუ გააუქმეს. მომდევნო პერიოდში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ეს გათავისუფლებები, პროგრამის ცვლილებები, შემზღუდავი სარედაქციო პრაქტიკა და დაფინანსებასა და მმართველობაზე მოქმედი მოვლენები ხაზს უსვამს პოლიტიკური გავლენის მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის მოწყვლადობასთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმას აგრძელებს, „მათ შორის უარი უთხრეს: ბრიტანელ ფრილანსერი ჟურნალისტ უილ ნილს, ფრანგ ფრილანსერ ფოტოჟურნალისტ ჟერომ შობოს, იტალიელ ჟურნალისტ ჯაკომო ფერარას და შვეიცარიელ ფოტოჟურნალისტ გრეგორ ზომერს“.

„ათობით ჟურნალისტი კვლავ განიცდიდა ფიზიკურ თავდასხმას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ისინი არაერთხელ დააჯარიმეს, ხელს უშლიდნენ მათ საქმიანობას, ართმევდნენ აღჭურვილობას. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული, გამოძიებები ხშირად არასაკმარისი იყო და დამნაშავეები, განსაკუთრებით სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პასუხისმგებლობის გარეშე რჩებოდნენ. საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიების მიუხედავად, დამოუკიდებელი ჟურნალისტები იჩენენ შესანიშნავ მედეგობას და აგრძელებენ რეპორტაჟების მომზადებას. თუმცა, ეფექტური კონტროლისა და ბალანსის, სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ დაუყოვნებლივი საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის გარეშე, ქვეყანაში ჟურნალისტიკა არამდგრადი გახდეს“,- აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
წინა პოსტი

“არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

შემდეგი პოსტი

“ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ “- გიორგი შარაშიძე „ოპოზიციის ალიანსზე“

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'