ბათუმში სროლის შედეგად დაჭრილი 31 წლის კაცი თბილისში გადაიყვანეს . ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” საუნივერსიტეტო კლინიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სროლის შედეგად 31 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა.

Discussion about this post