გვიან ღამით რუსებმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს
ამის ამსახველი კადრები და ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებში ვრცელდება. როგორც ადგილობრივ მედიას კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უთხრა, წინასწარი მონაცემებით, შევჩენკოს რაიონში
დაბომბილია 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დესნიანის რაიონში პარკირების სივრცეები და მსუბუქი ავტომობილები, სოლომენკის რაიონში კი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე გაჩნდა.

Discussion about this post