მყისიერი რეაგირება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე“ – „მორალის პოლიციის“ შექმნა დაანონსდა. არაფორმალურ დაჯგუფებას სათავეში, სავარაუდოდ,“ოცნებასთან” დაახლოვებული, MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი ჩაუდგება. ქართველიშვილი აქტიურობდა კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მხარდამჭერ, ძალადობის წამახალისებელ კამპანიაშიც, რომელსაც სამთავრობო პროპაგანდა ავრცელებდა.
არაფორმალური “მორალის პოლიციის” შექმნის შესახებ საზოგადოებამ გავრცელებული ანონსიდან შეიტყო:
„27 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი თანამოაზრეებთან ერთად ბრიფინგს გამართავს” – ვკითხულობთ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.

Discussion about this post