დღის წესრიგში პრემიერმინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის საკითხებია
ზელენსკის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბრიტანეთში მყოფ უკრაინელ სამხედროებთან, მათ შორის იმ მებრძოლებთან, რომლებმაც Sea Breeze-ის სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოება – თანამშრომლობა, რომელიც ორივე ქვეყანას აძლიერებს. ვაფასებთ, რომ ყოველთვის შეგვიძლია ბრიტანეთის პრინციპულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობასა და მხარდაჭერას დავეყრდნოთ“, – წერს ზელენსკი
მისივე თქმით, უკრაინა გააგრძელებს მუშაობას, რათა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაფართოვდეს

Discussion about this post