იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე .ინფორმაციას Reuters იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრა კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება კიუ-შიუზე მდებარე კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიტასა და მიაზაკის პრეფექტურებისთვის გამოსცა და განაცხადა, რომ არის საშიშროება რომ ტალღები 1 მეტრს უტოლდებოდეს.

Discussion about this post