უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის შემდეგ პოლონეთში ჩავიდა .ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობა პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებებისა და ქმედებების შემდეგ გამწვავდა.
ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრემიერს – დონალდ ტუსკს შეხვდება. მხარეები განიხილავენ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს თეთრ სახლში, ასევე უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების საკითხსაც.

Discussion about this post