ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრად დაინიშნა . ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს
„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნოს“ . აღნიშნულია სომხეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებაში.
მანამდე სომხეთის პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. მისი განმარტებით, სომხეთის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლადარჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნიდა. მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა.

Discussion about this post