TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ახლა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს განსაცდელშია-სააკაშვილი

“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება” – სააკაშვილი

“მეგობრებო, ჩემო მრავალ განსაცდელ გამოვლილო სახელმწიფოს აღმშენებელო, ერთგულო თანამებრძოლებო.

ისევ როგორც 2003-ში, 2008-ში, გვეძახის ჩვენი ქვეყანა. ისევ ჩვენი გადასარჩენია საქართველოს არსებობა. რეპუტაცია და მომავალი.

თქვენ ხართ საოცარი ჯგუფი, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად დაამარცხეთ კორუფცია, კრიმინალი, უშუქობა, უიმედობა. მთელს რეგიონში შექმენით პროგრესის ტალღა, დაწერეთ საქართველოს ისტორიის ოქროს ფურცლები.

ახლა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს განსაცდელშია და ისევ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ორი უმთავრესი ქართული ღირებულება – თავისუფლება და ევროპისკენ გეზი.

თავისუფალი ევროპული საზოგადოება არის ერთადერთი გარემო, რომელშიც ქართული თვითმყოფადობა, ეროვნული ნიჭი და გონიერება გაიფურჩქნება. ყველაფერი დანარჩენი არის თავსმოხვეული რუსული ჭაობი.

მეც უკვე 5 წელია ვუძლებ ციხის მძიმე პირობებს, იზოლაციას, გავუძელი წამებას, მოწამვლას, ორმხრივ ლანძღვას და შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ ვგრძნობ თქვენს თანადგომას, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

ასევე, ხალხის სიყვარულის სწრაფად მზარდ ტალღას. რომელიც უკვე კალაპოტს არღვევს და მალე რეჟიმის ამოყვანილ ჯებირებსაც გაანგრევს და დიდი ენერგიით გვიბიძგებს ისევ თავისუფლებისკენ, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ, აღმშენებლობისკენ!

ჩემი და ციხეში მყოფი ჩვენი თანამებრძოლების ამოცანაა არამხოლოდ პირადი თავისუფლება, არამედ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი საქართველოს გათავისუფლება, ხალხის თვალებში გამოხედვა, ქვეყნის გათავისუფლება ოკუპაციისგან და ჭაობისგან და აფხაზეთის დაბრუნება, ძალიან წარმატებული დიდი სახელმწიფოს შექმნა.

კი , ჩვენ ახლა ვცდილობთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გაჭირვებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი უზენაესი დანიშნულება, ისევ ვიყოთ ძლიერები, ისევ გავაკვირვოთ მსოფლიო ჩვენი მიღწევებით და ავაფრიალოთ აფხაზეთში ჩვენი ხუთჯვრიანი თავისუფლების დროშა.

ყველანაირი მცდელობა ჩვენი დაყოფის და დემოტივაციის, შიდა დამყოფებს ცუდად შემოუბრუნდათ და ასევე მტრისთვის საბოლოო ჯამში არაფრით დასრულდა და ვერც მომავალში მიაღწევს ის ჩვენს თამაშგარედ დატოვებას იმიტომ რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებლები და შესაბამისად მთავარი ქართული პოლიტიკური ძალა. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი უნდა გვახსოვდეს – ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ენმ-ის ყრილობაზე გაჟღერდა.

გაზიარება
წინა პოსტი

ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა

შემდეგი პოსტი

ფორმის ტარება არის სავალდებულო-გივი მიქანაძე

Discussion about this post

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'