საგარეჯოში არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტებისა და რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა.
ინსტაგრამის პროფილზე, რომელიც არასრულწლოვანებზე მასალებს ავრცელებდა, შსს-მ წვდომა შეზღუდა. ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებულია შსს-ის ბანერი, სადაც წერია “პროფილზე წვდომა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ”.
🔻 რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, 29 ივლისიდან Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი მომხმარებელი ყალბი ანგარიშიდან არასრულწლოვანებისა და მათი მშობლების დამონტაჟებულ, შეურაცხმყოფელ ფოტომასალასა და ტექსტებს ავრცელებდა. ის 10 000 ლარს ითხოვდა. მუქარის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, ან პოლიციას შეატყობინებდნენ, 3 ადამიანის მოკვლით იმუქრებოდა. საგარეჯოელები ამბობენ, რომ უცნობი პირი უკვე სატელეფონო ზარებით მუქარაზე გადავიდა, რის გამოც ორ არასრულწლოვანს სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

Discussion about this post