ვარშავაში ჯგუფური თავდასხმის, ყაჩაღობისა და გატაცების მცდელობის ფაქტზე საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს .პოლონური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა პოლონეთის დედაქალაქის ცენტრში მოხდა. ბელარუსის 25 წლის მოქალაქე ბანკომატზე ფულის შეტანას ცდილობდა, რა დროსაც საქართველოს 5 მოქალაქე დაესხა თავს.
თავდამსხმელები ბელარუსელ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მისი მანქანაში შეთრევა ცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს. თავდამსხმელებმა მსხვერპლს რამდენიმე ათასი ზლოტი და ტელეფონი გასტაცეს.
პოლიციამ ეჭვმიტანილები რამდენიმე საათში დააკავა – მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Discussion about this post