ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში მეორე დღეა 30 წლის ელენე სახეიშვილის სამძებრო სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ელენე სახეიშვილი შვილთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, როდესაც მისი 7 წლის ვაჟი, მდინარეში ჩავარდა. დედა ბავშვის გადასარჩენად წყალში გადახტა. ლაზარეს ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით იპოვეს.

Discussion about this post