წელიწადნახევარში საქართველოში 164 ადამიანი დაიკარგა – 57 პირს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლისა და 2026 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ავრცელებს.
ბოლო წელიწადნახევარში დაკარგულია 18 არასრულწლოვანი, მათგან 4-ს ამ დრომდე ეძებენ. 2025 წელს ნაპოვნი 82 დაკარგული პირიდან 69 ცოცხალი იპოვეს, 13 კი – გარდაცვლილი. იმავე წელს დაკარგული 123 ადამიანიდან 113 საქართველოს მოქალაქე იყო, 10 – უცხო ქვეყნის.

Discussion about this post