2026 წლის 6 თვეში, საქართველოდან რუსეთში 85.16 მლნ ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა -ინფორმაციას BMG საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 101.02 მილიონი დოლარის ღირებულების 148.2 მილიონი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გაიტანა. 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 90.23 მილიონ აშშ დოლარს და 137.57 მილიონ ლიტრს შეადგენდა.
TOP 10 საექსპორტო ქვეყანა 2026 წლის 6 თვეში:
• რუსეთი – $46.41 მლნ (85.16 მლნ ლიტრი)
• ყაზახეთი – $18.21 მლნ (20.36 მლნ ლიტრი)
• უკრაინა – $11.67 მლნ (13.87 მლნ ლიტრი)
• ლიეტუვა – $5.40 მლნ (7.20 მლნ ლიტრი)
• უზბეკეთი – $4.30 მლნ (4.59 მლნ ლიტრი)
• მოლდოვა – $2.18 მლნ (2.00 მლნ ლიტრი)
• გერმანია – $2.03 მლნ (1.51 მლნ ლიტრი)
• ბელარუსი – $1.42 მლნ (2.30 მლნ ლიტრი)
• ისრაელი – $1.17 მლნ (1.33 მლნ ლიტრი)
• ყირგიზეთი – $1.11 მლნ (1.15 მლნ ლიტრი)

Discussion about this post