წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარეში გადარჩენილი კაცი, რომელმაც დედა-შვილის სიცოცხლე იხსნა, ირაკლი მაქაცარიაა . ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალში კაცს ეძებდნენ. კაცმა მდინარეში დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თავად კი დინებამ გაიტაცა. მაშველებმა უწყვეტი სამუშაოების შედეგად მდინარის ფერდზე, უვნებლად იპოვეს. ირაკლი მაქაცარიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Discussion about this post