კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა .ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრამ მრავალსართულიანი შენობები ნანგრევებად აქცია ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პერეირა და კალი. მათი ცნობით, სამაშველო ჯგუფები, პოლიციის, ჯარისკაცებისა და მოხალისეების დახმარებით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული.
მიწისძვრის შედეგად ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოც ჩამოინგრა, რის გამოც ზოგიერთი პაციენტი შიგნით ჩაიკეტა, ხოლო 600-მდე ადამიანისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ნანგრევებით სავსე ქუჩაში გახდა საჭირო .ინფორმაცია ტელეკომპანია Caracol-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ირნე ტორეს კასტრომ განუცხადა.
კოლუმბიაში დამანგრეველი მიწისძვრა 10 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები.

Discussion about this post