სასკოლო ფორმების დაბრუნება ქარხნული წუნის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი . მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება ექნება, საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის შეძენილი ან უფასოდ მიღებული სასკოლო ფორმის ტანსაცმელი გადაცვალოს ან დააბრუნოს მიღებიდან/შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად. შეზღუდვა არ ვრცელდება ტანსაცმელზე
ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში. სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნებისას ტანსაცმელი უნდა იყოს სრულიად დაუზიანებელი, შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების არანაირი კვალი.
გადაცვლის ან დაბრუნების მიზნით მშობელმა უნდა მიმართოს შესაბამის რეალიზების პუნქტს ან სამინისტროს მიერ დაფუძნებულ შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.
14-დღიანი ვადის ან ტანსაცმლის მდგომარეობის პირობების დარღვევის შემთხვევაში, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ უფლება აქვს, უარი თქვას ფორმის გადაცვლასა თუ დაბრუნებაზე.

Discussion about this post