გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.ინფორმაციას ამის შესახებ გურიის მოამბე ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული – ისინი ოზურგეთში, ერთ-ერთ კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ცოტა ხნის წინ გომის მთაზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი მუხრუჭის გაუმართაობის გამო ხეს შეეჯახა. მათივე ცნობით, დაიღუპა 5-მდე ადამიანი.

Discussion about this post