NATO-ს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას Reuters ქვეყნის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყებამ ასევე გააუქმა საჰაერო საფრთხის შესახებ განგაში რუსეთთან ახლოს მდებარე რეგიონებისთვის. ლატვიის შეიარაღებულ ძალებს დრონის ან მისი წარმომავლობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.

Discussion about this post