ბათუმში, ევროპის მოედანზე კობა ფარტენაძეს თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ . ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. მეტეოროლოგის თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ თავს და დაჭრით ემუქრებოდნენ. საქმეზე ორი პირი დააკავეს. სასამართლომ კი ორივე მათგანს 7-7 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Discussion about this post