“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში. კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი! ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.“ – წერს კობა ფარტენაძის ადვოკატი, თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში.
გუშინ კობა ფარტენაძე ამბობდა, რომ ბათუმში, ევროპის მოედანზე თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ.
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ თავს და დაჭრით ემუქრებოდნენ. საქმეზე ორი პირი დააკავეს. სასამართლომ კი ორივე მათგანს 7-7 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Discussion about this post