“არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. ტრაგიკულია, რომ მათ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. ამიტომ, დღეს მე ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. მათ სამხედრო-საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, ვალუტა გაუფასურებულია, ხოლო ქვეყანა ბეწვზე კიდია.
დღეს მე ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებსა თუ სამთავრობო უწყებებს ნებას დართავს, ირანს რაიმე სახის სასიცოცხლო დახმარება გაუწიონ, თავად წააწყდება უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს. ნავთობის კონტრაბანდა, სვოპ-ხაზები, ნაღდი ფულის გადარიცხვები, სავალუტო პუნქტები, გემების რეგისტრები, ფიქციური კომპანიები – ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვინც ხართ.
ეს იქნება ეკონომიკური D-DAY (გადამწყვეტი დღე), და ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით დადგეს ირანის საფრთხის იზოლირებისა და დამარცხებისთვის. ეს მანიაკები კუთხეში არიან მიმწყვდეულნი, და ეს ისტორიული ზომები მათ წაართმევს უნარს, მთელ მსოფლიოში დათესონ ტერორი. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.“ – წერს ა.შ.შ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

Discussion about this post