2026 წლის იანვარ-ივლისში, ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 80%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, BPN წერს, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ბრუნვის მოცულობამ 289.665 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-ივლისში 161.353 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
საანგარიშო პერიოდში, სავაჭრო ბრუნვა ძირითადად, ექსპორტის (რეექსპორტის) ხარჯზე გაიზარდა. კერძოდ, 2026 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან ირანში ექსპორტი 762.7%-ით არის გაზრდილი. თუ 2025 წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 16.717 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს 144.226 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ირანთან ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. კერძოდ, თუ გასულ წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ირანში 151.5 ათასი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, 2026 წლის იანვარ-ივლისში უკვე 119.016 მლნ აშშ დოლარის, ანუ ზრდა თითქმის 80 000%-ია, (786-ჯერ). საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ირანში მხოლოდ 7 ავტომობილი გავიდა, წელს 7 თვეში კი 6 749 ერთეული.
მცირედ, მაგრამ გაზრდილია ირანიდან იმპორტიც. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის მოცულობამ 144.636 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წელს საანგარიშო პერიოდში კი 145.438 მლნ აშშ დოლარი.

Discussion about this post