საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 6 წლიან მინიმუმზეა . ინფორმაციას BMG საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 11 მლნ დოლარის ელექტროენერგია გავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით განახევრებულია და ამასთან 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
🔻 საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით წელს 7 თვეში ექსპორტზე 235,76 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, აქედან 66,7 მლნ აზერბაიჯანზე მოდის. 169 მლნ კვტ.სთ-ის ექსპორტი კი თურქეთში მოხდა.
ელექტროენერგიის ექსპორტი წლების მიხედვით კი ასეთია:
• 2021 წლის 7 თვე – 14.8 მლნ დოლარი;
• 2022 წლის 7 თვე – 64.7 მლნ დოლარი;
• 2023 წლის 7 თვე – 77.3 მლნ დოლარი;
• 2024 წლის 7 თვე – 45.8 მლნ დოლარი;
• 2025 წლის 7 თვე – 22.5 მლნ დოლარი;
• 2026 წლის 7 თვე – 11 მლნ დოლარი.

Discussion about this post