ბატეთის ტბა უკონკურენტო აუქციონზე 19-წლიანი იჯარით გაიცა – მეიჯარემ წელიწადში 17 000 ლარი უნდა გადაიხადოს -ამის შესახებ რადიო თავისუფლება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ცნობილია, რომ უწყების მიერ გამოცხადებული აუქციონი 12 აგვისტოს დასრულდა და მასში მხოლოდ ერთი კომპანია – შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა. გამოცემის ცნობითვე, ამავე კომპანიამ, „ბატეთი რეზორთმა“, შარშან 20-წლიანი იჯარით მიიღო ბატეთის ტბის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთიც (4.2 ჰექტარი). აუქციონის პირობების მიხედვით, იქ არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს

Discussion about this post