15 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქის ოჯახი დაზარალებულად ცნობას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. გარდაცვლილი ლგბტ თემის წარმომადგენელია. ოჯახი ეჭვობს, რომ ის მოკლულია. გამოძიება კი მომხდარზე 115-ე მუხლით მიმდინარეობს:
“როდესაც მივედი, ბინაში შესვლისას, სრულიად არეული და განადგურებული გარემო დამხვდა. გარდა ამისა, იქ არის აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ლოგიკურად ეწინააღმდეგება ვერსიას, თითქოს ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, იქ მეორე ადამიანიც იყო, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩემი ძმა მოკლა. ახლა ადვოკატთან ერთად მოვედით, რათა მივუთითოთ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც, პირველ ეტაპზე არ შეაგროვეს. მაშინაც მივანიშნეთ მათზე, თუმცა არ დააფიქსირეს. ახლა მოვითხოვთ, რომ ყველაფერი ოფიციალურად დაფიქსირდეს, რათა ამ მტკიცებულებების საფუძველზე საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს ” [TV პირველი] – ამბობს გარდაცვლილის ძმა.

Discussion about this post