“მიმაჩნია, რომ ასეთი ომის დროს არჩევნების ჩატარება თავისთავად უდიდესი რისკია. არჩევნები ახლა – ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ჩემი სტრატეგიაა ქვეყანა ომის დასრულებამდე მივიყვანო და დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო შევინარჩუნო. და, ამას ვასრულებ… თუ პარტნიორები კონკრეტულ პირობებს შემოგვთავაზებენ, რომელთა მიხედვითაც უკრაინაში არჩევნების ჩატარებას უსაფრთხოდ, ლეგიტიმურად და დემოკრატიულად შევძლებთ, ასევე, მასში სამხედროების მონაწილეობით, ფრონტისპირა ტერიტორიებსა და საზღვარგარეთ ჩატარებით, მაშინ ეს საკითხი განვიხილოთ” – განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მოწოდების პასუხად.
🔻 ფედოროვი დემოკრატიული პროცესების აღდგენასა და არჩევნების ჩატარების გზების მოძიებას ითხოვს – „დემოკრატია არ შეიძლება რუსეთის მძევალი იყოს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს სრულად განაახლოს დემოკრატიული პროცესი ხანგრძლივი ომის პირობებშიც კი“ – განაცხადა ფედოროვმა რამდენიმე დღის წინ, YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება აკრძალულია.

Discussion about this post