კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა – ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა .შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა – ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც ტურისტები კახეთის მიმართულებით გადაჰყავდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის შედეგად 3 პირი იყო დაშავებული
ცნობილია, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Discussion about this post