“თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ მე არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემ შვილს ფორმას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პირველ რიგში იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება. სკოლაში არის შექმნილი დისციპლინური კომისიები, ეს არის მათი პრეროგატივა და გადასაწყვეტი დაუშვებენ თუ არა ბავშვებს გაკვეთილებზე იმ შემთხვევაში, თუ ფორმა არ ეცმევათ.შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევიდან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას უკვე თვითონ სკოლა განსაზღვრავს. სკოლა არის სსიპ და შესაბამისად, სკოლა განსაზღვრავს, რა დისციპლინური ზომები შეიძლება იქნას გამოყენებული… ჩვენი მიზანია, ბავშვი სკოლაში იყოს, მაგრამ დაემორჩილოს იმ სტანდარტებს და საერთო პრაქტიკას, რომელიც სკოლის შინაგანაწესით არის განსაზღვრული. ფორმა უნდა ეცვას ყველას” [TV პირველი] | ამბობს განათლების მინისტრი მიქანაძე.

Discussion about this post