აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ტრამპის მილოცვას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო: ამერიკელი ხალხის სახელით, გილოცავთ თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს. 24 აგვისტო არის დღე, როდესაც აღვნიშნავთ ჩვენს მტკიცე მეგობრობას, რომელიც 35-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზეა აგებული, კავშირს, რომელიც მხოლოდ გაღრმავდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
მამაცი და ნიჭიერი ხალხით თქვენ ააშენეთ დიდი ქვეყანა. როდესაც ამ მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავთ, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია თქვენი მტკიცე სულით, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და კვლავ დარწმუნებულია თქვენს მომავალში, როგორც სუვერენული, აყვავებული ერის.
მოდით, გამოვიყენოთ ეს მომენტი კონფლიქტის დასასრულებლად და მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობის ასაშენებლად, რომელიც გაათავისუფლებს უკრაინის უზარმაზარ პოტენციალს მომავალი თაობებისთვის.
პატივისცემით, დონალდ ჯ. ტრამპი“ | ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელსაც ზელენსკი ასე გამოეხმაურა:
💬 “ეს სიტყვები, ისევე როგორც საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot PAC-3-ის გაშვების ხმა, ამაღლებს ჩვენს საბრძოლო სულს და გვაძლევს იმედს, რომ ადამიანების სიცოცხლე დაცული იქნება რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან, ხოლო ღირსეული მშვიდობის მიღწევა – შესაძლებელი. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ და მადლობა ყველა ამერიკელს მხარდაჭერისა და მოლოცვისთვის!” – წერს ზელენსკი.

Discussion about this post