“მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. რა თქმა უნდა სამწუხაროა ჩვენთვის ის გადაწყვეტილება, რომელი მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, ჩვენ ვცადეთ დაგვერწმუნებინა ის საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა მას მარი პოზიცია ქონდა ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს იმ ყველაფრისთვის, რაც მას აქვს გაკეთებული და ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდისთვის” -ამბობს ირაკლი კობახიძე.

Discussion about this post