თელავის სოფელ აკურაში სოკოთი 3 ადამიანი მოიწამლა, ერთ-ერთი მათგანი, 70 წლამდე კაცი გარდაიცვალა . როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს

Discussion about this post