თელავში 50 წლამდე ქალს საკუთარი პიტბულის ჯიშის ძაღლი თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი, მათ შორის თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა
დაშავებული ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას თვალზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს

Discussion about this post