TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

2026 წლის 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 22%-ით, $750 მილიონამდე შემცირდა

2026 წლის 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 22%-ით, $750 მილიონამდე შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 22%-ით, $750 მილიონამდე შემცირდა:

 

“წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია. კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.

 

2026 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9 პროცენტია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1 პროცენტით განისაზღვრა.

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა ჩინეთი 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები – 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტს შეადგენს.

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 207.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (44.3 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 119.9 მლნ. აშშ დოლარით (25.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 59.0 მლნ. აშშ დოლარით (12.6 პროცენტი).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 82.4 პროცენტი შეადგინა.” ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა

შემდეგი პოსტი

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

Discussion about this post

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'