საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი.
2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 4 715 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330). 2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა. საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი წელს თბილისში დაიბადა (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე), ყველაზე ცოტა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
რომელ რეგიონში რამდენი ბავშვი დაიბადა 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში:
• თბილისი – 6 889
• აჭარა – 2 061
• იმერეთი – 1 985
• ქვემო ქართლი – 1 982
• კახეთი – 1 165
• სამეგრელო და ზემო სვანეთი – 1 043
• შიდა ქართლი – 992
• სამცხე-ჯავახეთი – 621
• გურია – 352
• მცხეთა-მთიანეთი – 343
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76
საქსტატის ცნობითვე, 2026 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2027 წლის მარტის ბოლოს.

Discussion about this post