2026 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 10 ათასი ადამიანი დაქორწინდა, 6 ათასი – განქორწინდა . ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ანგარიშშია საუბარი. ირკვევა, რომ ქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში აღირიცხა, სადაც წლის პირველ ექვს თვეში 2 993 ქორწინება დარეგისტრირდა. შემდეგ მოდის იმერეთი 1 466 შემთხვევით, ქვემო ქართლი 1 302-ით და აჭარა 1 144-ით
რაც შეეხება განქორწინებებს, ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე თბილისში დაფიქსირდა და 2 130 შეადგინა. იმერეთში 968, ქვემო ქართლში 674, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 554 განქორწინება აღირიცხა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ასევე 17 509 ბავშვი დაიბადა და 22 224 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ბუნებრივმა მატებამ უარყოფითი 4 715 შეადგინა

Discussion about this post